მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა

2026-05-21 19:33:01

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანთან „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.