ქვემო ქართლში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2026-05-17 16:54:31

მარნეულში, სოფელ ალგეთში ერთმანეთს "Mercedes"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი და "Ford"-ის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული. 

ფოტო: 24News