ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს [video]

2026-05-12 12:28:47

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 13 128  აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.