ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2026-05-11 00:18:27

ბოლნისში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ინფორმაციას "Marneuli News" ავრცელებს. 

მათი თქმით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.