სანდასუფთავების სამსახურის მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა

2026-05-05 17:21:56

ბათუმში სანდასუფთავების სამსახურის მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებულიი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.