რომელი პროდუქტები გაძვირდა და რომელი გაიაფდა აპრილის თვეში

2026-05-04 13:14:55

საქსტატის მიერ გამოქცეყნებული მონაცემების მიხედვით, აპრილში წლიურად პურპროდუქტები და ხორცი თითქმის 5,9%-ით გაძვირდა.

2026 წლის აპრილში ინფლაცია ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.19%-ით აისახა.

ფასები ასევე მომატებულია სხვადასხვა ქვეჯგუფებზეც: ხილი
და ყურძენი (3.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.1 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), ზეთი
და ცხიმი (0.1 პროცენტი).

გაიაფდა შემდეგი პროდუქტები: მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5 პროცენტი) და რძე, ყველი და
კვერცხი (-1.5 პროცენტი).