2026-05-01 13:02:10
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის ამსახველ კადრებს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.