2026-04-26 15:50:42
სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.