2026-04-26 12:12:13
სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირის განცხადებით, პირი, რომელმაც თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე ცეცხლი გახსნა, ლოს-ანჯელესის 31 წლის მცხოვრები კოულ ტომას ალენია.
მას სასამართლოში ოფიციალურად ბრალდებას ორშაბათს წაუყენებენ.
CBS-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, დაკავების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ.
წყარომ, სამართალდამცავი ორგანოებიდან, მედიას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილს არ უთქვამს, რომ მისი სამიზნე პრეზიდენტი ტრამპი იყო და მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახსენა.