2026-04-16 23:04:43
ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.