2026-04-15 22:02:57
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ქარელი-აგარის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული.