რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს დენი გაეთიშა

2026-04-09 14:03:48

რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს დენი გაეთიშა.

ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ლეონიძეს, შარტავასა და რამდენიმე ქუჩას. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, მათი თანამშრომლები პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ, თუმცა, როდის აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება ჯერ-ჯერობით ვერ ამბობენ.