"მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება"

2026-04-08 15:08:29

გარემოს ეროცნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ მოსალოდნელია ყინვა მთიან რაიონებში, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

სააგენტო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

"9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - წერია განცხადებაში.