ქვემო ქართლში კაცი ცივი იარაღით მოკლეს

2026-04-02 17:52:34

მარნეულში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს.

მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებული პირი იძებნება.