30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შემდეგ გარდაიცავალა

2026-03-24 16:12:32

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახში 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივების ამბობენ, ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.