უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2026-03-22 16:56:04

ოზურგეთში, სოფელ დაბა ლაითურში უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანს კარადა დაეცა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.