ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე

2026-03-21 17:15:47

ჩქაროსნულ ავტობანზე, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს, სატვირთო ავტომობილი და "ვოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. სატვირთო ავტომობილს არმატურა გადაჰქონდა, შეჯახების შემდეგ კი სამშენებლო მასალამ ავტომობილის სალონი შეანგრია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. 

დეტალებს "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.