2026-03-11 13:28:14
თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "მთავარი ამბები კახეთიდან" გაავრცელა.
მედია გარდაცვლილი ქალის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა
"ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო,“- ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.