ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს

2026-03-11 11:17:50

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.  

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების  ჩხრეკის შედეგად,  სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.