2026-03-08 14:41:40
რუსთავის ქალთა ციხესთან ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მომდინარეობს.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ იმ ქალ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ადა აქტივისტებს, რომლებიც ამ დრომდე საპატიმროში იხდიან სასჯელს.
მათ თან აქვთ საქართველოს დროშები, ყვავილები და პლაკატები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ „თავისუფლება ელენე ხოშტარიას“