ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

2026-02-17 12:06:44

თბილისის პოლიციის  დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან,  სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,  მათ შორის: „ალფა-პვპ“,  „მეფედრონი",  „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე  პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.