2026-02-05 14:56:21
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩოლოქთან მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ჭაობში ჩავარდა.
ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.