2026-01-23 12:36:08
მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. აღნიშნულს პარლამენტის მიერ „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იმისათვის რომ უცხოელმა მოქალაქემ კკანონიერად იმუშავოს საქართველოში და დასაქმდეს ქართულ კომპანიაში უნდა იქონიოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.
კანონდამრღვევი კომპანია და დასაქმებული დაჯარიმდება 1000-5000 ლარამდე.