2026-01-22 16:54:20
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქსელურ მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სუს-ში განუცხადეს, გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.
"გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“,- გვითხრეს სუს-ში.