2026-01-19 13:12:29
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, შუამთის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია და ამ მიმართულებით მოძრაობას აკონტროლებს.
განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება. „ენერგო - პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.