2026-01-18 13:15:44
წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში, უბედურ შემთხვევას 12 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორმა არასრულწლოვანმა ბაბუის იარაღი მოიპარეს, ერთ-ერთ გაუვარდა და ბრმა ტყვიამ არასრულწლოვანი იმსხვერპლა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 238-ე, ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა, მუხლებით მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით არასრულწლოვანის ბაბუა დააკავეს.