ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

2026-01-06 11:11:58

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კახეთში ხანძარს 57 წლის კაცი ემსხვერპლა.

ინფორმაციის თანახმად დედოფლისწყაროში, ალადაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვის მეშვეობით გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაშველებმა სახლში მყოფი ასაკოვანი ქალის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს თუმცა 57 წლის კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.