ბიძამ 25 წლამდე დიშვილი დაჭრა

2026-01-05 17:56:56

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ახალგაზრდა კაცი ბიძამ დაჭრა.

ადგილობრივი მედიის "მთავარი ამბები კახეთიდან" ინფორმაციით, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

50 წლამდე მამაკაცმა 25 წლის დისშვილს ჭრილობა დანით მიაყენა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1 პირი უკვე დააკავა და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.