რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

2025-12-05 11:41:24

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა  შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას  და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი  აღიარების გარეშე ახორციელებდა.  
ინსპექტირებისას ასევე  გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ,  ჰიგიენური ნორმების  დარღვევა,  რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 
 სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.