2025-12-01 14:37:39
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე გააძევეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გასული თვის მანძილზე დეპარტამენტმა, ჯამში 152 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებლითა და დღევანდელი მონაცემებით, ჯამში 1131 პირი.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის - ჯამში 44 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის მანძილზე, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 152 მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას, რამაც დღეის მონაცემებით 1131 პირი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს.
მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადგენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა ღონისძიებების გზით". - წერია განცხადებაში.