2025-12-01 12:04:30
სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ბაიკერები, საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ.
შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთ-ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს