დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

2025-11-24 12:36:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
დაშავებული მამაკაცი  კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე  დააკავეს.
დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.