სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, წყლის მილი, რომელიც ამწეს გადაჰქონდა, გადმოვარდა და ერთ-ერთ მუშას დაეცა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.