ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

2025-08-21 14:23:36

ქედის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. 

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.