ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავდა

2025-08-20 19:20:17

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. რის შედეგადაც შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როფორც საინფორმაციო სააგენნტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.