"მა­მა­კაცს პო­ლი­ცია აკა­ვებს, რა დრო­საც მო­ქა­ლა­ქე ცუ­დად გახ­და"

2025-07-11 18:01:20

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მა­მა­კაცს პო­ლი­ცია აკა­ვებს, რა დრო­საც მო­ქა­ლა­ქე ცუ­დად გახ­და.

ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს თვითმხილ­ვე­ლი თა­მარ ბო­ჭო­რი­ძე და აღ­ნიშ­ნავს, რომ კად­რე­ბი ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ამ ყვე­ლაფ­რამ­დე ბიჭს ათ­რევ­დნენ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნი­დან. ვინც გა­მო­ე­სარ­ჩლა, ასე არ შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცე ადა­მი­ან­სო, ყვე­ლას შედგნენ.

ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. რით და­ი­წყო ზუს­ტად არ ვიცი. მან­ქა­ნი­დან რომ ეჯაჯ­გუ­რე­ბოდ­ნენ იმ ბიჭს, მა­შინ ატყდა ხმა­უ­რი. რო­გორც სა­უბ­რე­ბი­დან გა­ირ­კვა, ეს ბიჭი პარ­კინ­გი­დან გა­მო­დი­ო­და და გზა არ და­უთ­მო პატ­რუ­ლის მან­ქა­ნას.სას­წრა­ფოც მო­ვი­და უკვე", - წერს თა­მარ ბო­ჭო­რი­ძე.

მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც შე­უძ­ლოდ გახ­და, ახლა თავს კარ­გად გრძნობს. მის კო­მენ­ტარს "ტვ პირ­ვე­ლი" ავრცელებს.

"და­ვი­ნა­ხე, რომ ზე­მო­დან მო­დი­ო­და პა­ტა­რა მან­ქა­ნა, უკან მოს­დევ­და პო­ლი­ცია, ასიგ­ნა­ლებ­და, გა­მა­ტა­რეო და ეს არ ატა­რებ­და, მერე რა მოხ­და, არ ვიცი, რად­გან მე მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვე­დი, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი, ცუ­დად ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან. ვუ­თხა­რი გამ­ყიდ­ველს, ცუ­დად ვარ-მეთ­ქი და წყა­ლი ან რამე მინ­და-მეთ­ქი, თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და. გა­მო­ვე­დი იქი­დან და გად­მო­ვე­დი მერე მა­ღა­ზი­ა­ში უკან ისევ და და­ვი­ნა­ხე, რომ გზა­ზე ესე­ნი დგა­ნან და ერთი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, მე­ო­რე ბიჭს ეჭი­და­ვე­ბა და ტე­ნის მან­ქა­ნა­ში.

მე ვუ­თხა­რი, ბიჭო რა­ტომ ეჩხუ­ბე­ბი-მეთ­ქი. წყნა­რად უთხა­რი, კა­ცუ­რად, შენ ეს და­ა­შა­ვე, შენ ასე ქენი, არ უნდა მა­გას ჭი­და­ო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თუ გა­გი­წია, მერე რაც გინ­და ის უქე­ნი-მეთ­ქი.

შენ ვინ გე­კი­თხე­ბაო?

მე ვუ­თხა­რი, შვი­ლო, მე კი არ მე­კი­თხე­ბა, მე ხალ­ხი ვარ-მეთ­ქი და მოვა დრო და იგი­ვე ხალ­ხი, ასე ვინც იქ­ცე­ვით, ყო­ფას გი­ტი­რებთ-მეთ­ქი, თქვენ, სუყ­ვე­ლას.

რო­გორც კი ვუ­თხა­რი, ყო­ფას გი­ტი­რე­ბო, შენო მე შე­მა­გი­ნეო. ყო­ფის ტი­რე­ბა ყო­ფი­ლა თურ­მე სა­ში­ნე­ლი შეურაცხყოფა მერე და­მავ­ლეს ხელი და და­მი­წყეს ჭი­და­ო­ბა. მტე­ნი­და მან­ქა­ნა­ში და გავ­ხდი ცუ­დად, წავიქეცი, აღარ მახ­სოვს მერე, დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე.