თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.