"დათვი შეგვხვდა"

2024-07-26 12:52:56

გო­გი­ტა ფარ­ჯი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე სვა­ნე­თის ტყე­ში იყო და­კარ­გუ­ლი და ახლახან იპო­ვეს, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

მისი თქმით, ლენ­ტეხ­ში ქე­დით სურ­დათ გა­დას­ვლა, თუმ­ცა იქ დათ­ვი შეხ­ვდათ და მარ­შრუ­ტი შეც­ვა­ლეს და ტყით გა­ნაგ­რძეს გზა, რის შემ­დე­გაც ოთხი დღე გზა­ში იყ­ვნენ.

"ქე­დით ვა­პი­რებ­დით გად­მოს­ვლას, 200 მეტრში შეგ­ხვდა დათ­ვი. ამის გამო ქე­დით გად­მოს­ვლა გა­და­ვი­ფიქ­რეთ და ტყით წა­მო­ვე­დით, ვი­ა­რეთ ოთხი დღე. ტე­ლე­ფო­ნი დაგ­ვიჯ­და ორი­ვეს. ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. შიში არ გვქო­ნია, ღამე კა­რავ­ში ვი­ყა­ვით. ახლა ჩა­მო­ვე­დით ტყით, პირ­ვე­ლი­ვე ოჯახს მა­ღა­ზია ვკი­თხე და იქ თქვეს, მგო­ნი თქვენ გე­ძე­ბე­ნო", - ამ­ბობს გო­გი­ტა ფარ­ჯი­ა­ნი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.