ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

2024-07-26 11:06:04

დიდ დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში, საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.