ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.