 
         2022-07-08 17:53:08
2022-07-08 17:53:08 
    
		
		
			მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამობრუნდა. რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.