დმანისში, სოფელ გორაში გუშინ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია შუახნის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.