ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი რუსთავის სასაფლაოზე. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, მოპარულია რკინის კოსტრუქცია.
როგორც ოჯახის ახლობელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, საფლავის მოსანახულებლად მოვიდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ თუჯისგან დამზადებულ ღობეს, ნაკეთობები აკლდა. მისი თქმით, წაღებულია დაახლოებით 200-300 კგ. მასალა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 258 მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს".