რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ მის შვილს მანქანა დაეჯახა და ხელი ჰქონდა მოტეხილი, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა. [ვიდეო/video]
"ბავშვი კარგად იყო სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა, მე ვფიქრობ რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს ბავშვი", - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.
არსებული ინფორმაციით არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი რომელიც გადიყვანეს საავადმყოფოში, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო".