რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ცეცხლი მოძრავ ტრაილერს გაუჩნდა. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნომრებით გადაადგილლდებოდა. "აღმართში მანქანას გაუჭირდა მოძრაობა, გამოსცემდა ხმებს, მე ნელ-ნელა მარჯვნივ გადავედი და გაჩერება დავაპირე რა დროსაც ძრავს ცეცხლი წაეკიდა" - განაცხადა ტრაილერის მძღოლმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. ცეცხლი ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოხერხდა, ხანძრის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.