ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე.
ერთმანეთს "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები დაეჯახა. "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი თხევად გაზზე მუშაობდა და შეჯახების შემდეგ დაზიანდა ბალონი, იყო საშიშროება რომ ავტომობილი აფეთქებულიყო. ადგილზე მობილიზებული იყო, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
აირის ბალონის გადაკეტვა დროულად მოხერხდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.