2026-11-25 15:20:00
რუსთავის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით მიიღო.
რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 192 518 200 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა, ნინო სულაძემ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრმა, დავით ჩაჩხიანმა.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 83 087 900 ლარია გათვალისწინებული.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის გათვალისწინებული საწყისი თანხა 14 257 700 ლარს შეადგენს, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის მიმართულებისთვის - 18 054 600 ლარს, ხოლო განათლების პროგრამებისთვის - 26 134 700 ლარს.