რუსთავში გაზის დანადგარი 39 353 აბონენტთან შემოწმდა

2026-11-22 12:12:56

2026  წელს რუსთავში გაზის დანადგარები 39353 აბონენტთან შეამოწმეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის"  წარმომადგენელმა, კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, სტანდარტების შეუსაბამოდ დამონტაჟებული გაზის დანადგარი 425 აბონენტს ჩაუხსნეს, ხოლო 510-ს მრიცხველიდან დაუკეტეს.

ზარნაძის ინფორმაციითვე, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე აბონენტებისთვის გაზის დანადგარების ჩახსნა ან დალუქვა ყველაზე ხშირად ერთკამერიანი შიდა წვის გამაცხელებლების გამო ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ახალი წესები მოქმედებს, რომლებიც გაზის დანადგარებისა და შიდა გაზმომარაგების სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებს განსაზღვრავს. წესების მიხედვით, მომხმარებელმა გაზის დანადგარები დადგენილი ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაამონტაჟოს და გამოიყენოს.