რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ იაღლუჯზე მიწის ნაკვეთი დაიკანონოთ?

2026-11-17 17:10:47

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იაღლუჯის ფერდზე რამდენიმე ათასი ადამიანის კუთნილი მიწების რეგისტრაცია იწყება.

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს რა პროცედურების გაავლა საჭირო, რომ ნაკვეთები დაირეგისტრირონ.

სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.

დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით  დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა  წარდგენაც შესაძლოა, გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად  დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება"