რუსთავში ნანგრევებში ახალგაზრდა კაცი მოყვა [video]

2026-11-17 22:24:19

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი ნანგრევებში მოყვა. [video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ინფორმაციით, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა.

დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახის წევრების სურვილით თბილისში სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებული გამოძიება.